მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ორივე გუნდს მოუწია უკვე მაყურებლების გარეშე თამაშის ჩატარება და ვიცით, თუ რა გრძნობაა ეს. "ალიანს არენაზე" თამაში მოგვწონს. ვიცით, როგორ ატმოსფეროს უნდა ველოდეთ მომავალ თამაშში."
"ყველა მატჩისთვის ინდივიდუალურად ვემზადებით. "ფრანქფურტის" ბევრი თამაში მაქვს ნანახი და ვიცი, რომ რთული დაპირისპირება გველოდება. ისინი მთელი გულით თამაშობენ ყველა შეხვედრაში და ბოლომდე იხარჯებიან."
"ბაიერნში ყველამ კარგად ვიცით, რომ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისმა კონტრაქტის გახანგრძლივებამ ძალიან გაგვახარა."
"რაც შეეხება ბოატენგს, მას კიდევ ერთი წელი აკავშირებს კლუბთან კონტრაქტი. ჟერომმა ყველას დაანახა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შეუძლია. მასთან მუშაობა ძალიან მომწონს. ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია და აქვს პოტენციალი, რომ რეგულარული ადგილი მოიპოვოს გუნდში."
"ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ლუკასი. ის მენტალურად სრულიად მზადაა ამისთვის, თუმცა, საჭიროა, რომ ფიზიკურადაც 100%-ით მზად იყოს. ასე რომ, ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი." - აცხადებს ფლიკი.