ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტხრახტს" უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალულია და თამაშები უმაყურებლოდ ტარდება. თუმცა, გუნდებს სპეციალური მოწვევით შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის სტუმრების მიღება სტადიონზე.
როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერმა" ხვალინდელი თამაშისთვის სპეციალური სტუმრები მიიწვია ული ჰიონესისა და ფრანც ბეკენბაუერის სახით.
ლეგენდარული ფეხბურთელები ამ მიწვევას დათანხმდნენ და შესაბამისად, ისინი "აინტრახტის" წინააღმდეგ მატჩს სტადიონიდან მიადევნებენ თვალს.