ფრანქფურტის "აინტრხართან" მოგებული თამაშის შემდგომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. დავიდ ალაბამ დაცვის ხაზში ბრწყინვალედ ითამაშა, თომას მიულერმა კი თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენა და ეს შედეგზეც აისახა."
"მას შემდგომ, რაც 3-0 გავედით წინ, მოვეშვით, ბურთს ნაკლებად ვაკონტროლებდით და მეტოქემ ამით ისარგებლა. "აინტრახტი" სტანდარტული სიტუაციებიდან საკმაოდ ძლიერია და ეს დღესაც ნათლად გამოჩნდა."
"დორტმუნდთან თამაშს ყველა ველოდებით. წინ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველოდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ თამაშის შედეგი არაფერს გადაწყვეტს. წინ კიდევ უამრავი ტურია." - აცხადებს ფლიკი.