შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" დიუსელდორფის "ფორტუნას" 5:0 სძლია.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა ამ გოლების წყალობით "ოქროს ბუცის" მოგების შანსები კიდევ უფრო გაზარდა.
კერძოდ, ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში უკვე 29 გოლი დაუგროვდა, რაც 58 ქულაა და ის 2 გოლით, ანუ 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ჩირო იმობილეს.
საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლევანდოვსკი - 29 გოლი, 58 ქულა
2. იმობილე - 27 გოლი, 54 ქულა
3. ტიმო ვერნერი - 24 გოლი, 48 ქულა
4. ჰოლანდი - 26 გოლი, 44 ქულა (16 "ზალცბურგში 1.5 კოეფიციენტით, 10 "დორტმუნდში" 2 კოეფიციენტით)
5. კრისტიანო რონალდუ - 21 გოლი, 42 ქულა.