გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მენეჯერმა, ოლივერ ბირჰოფმა თომას მიულერის ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"მოხარული ვარ იმ პროგრესით, რასაც მიულერი აჩვენებს. ის ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კვლავ შეუძლია თავისი კლასის გამოჩენა."
"თუმცა, პოზიცია ნათელია. ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდული გუნდი შევქმნათ და ლიოვი ამ საქმეს უძღვება. შესაბამისად, მიულერის დაბრუნება გამორიცხულია." - აცხადებს ბირჰოფი.