როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნი" უკანა ხაზის გაძლიერებას შეეცდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ისეთი ტიპის ცენტრალურ მცველს ეძებს, რომელსაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეეძლება მაღალ დონეზე ასპარეზობა.
ჯერ-ჯერობით კონკრეტული გვარები არ სახელდება, თუმცა, თუ კლუბის ინტერესებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ლაიფციგის" მცველი დაიოტ უპამეკანო იყოს.