ევროპული გამოცემების ინფორმაციით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ჩასატარებლად სრულიად ახალ ტაქტიკას ამუშავებს.
წყაროს ცნობით, 1/4 ფინალიდან მოყოლებული ყველა ეტაპის შეხვედრა ერთმატჩიანი იქნება და შვიდივე დაპირისპირება ერთსა და იმავე ქვეყანაში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, ტურნირის მასპინძლობის მთავარი ფავორიტი გერმანია და კერძოდ ქალაქი ფრანქფურტია. UEFA-ს მოთხოვნაა, რომ 100 კილომეტრის რადიუსზე მინიმუმ 4 სტანდარტების დამაკმაყოფილებელი სტადიონი მდებარეობდეს, ფრანქფურტის მახლობლად კი ისეთი ქალაქებია, როგორებიცაა ჰოფენჰაიმი, მაინცი და დარმშტადი.
გარდა გერმანიისა ფინალური ეტაპის მასპინძლობისთვის ასევე რუსეთი და პორტუგალიაც იბრძოლებენ. თუმცა, მანამდე ჯერ UEFA-მ უნდა დაამტკიცოს ტურნირის ფორმატის ცვლილება.