მიუნხენის "ბაიერნის" სამიზნემ, ტიმო ვერნერმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიტანული გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ახალგაზრდა ფორვარდი მომავალი სეზონიდან ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს.
წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ვერნერის სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. ზემოხსენებული ინფორმაცია ასევე სხვა არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ვერნერის შეძენა მიუნხენუს "ბაიერნს" უკვე დიდი ხანია სურს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას გერმანიაში დარჩენა არ უნდა.