მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნს" მიიჩნევს.
"საუკეთესო თერთმეტეული უნდა გყავდეს, რათა ეს ტურნირი მოიგო. გასულ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სწორედ იმ გუნდებმა შეძლებს, რომლებსაც უძლიერესი თერთმეტეულები ჰყავდათ."
"ბაიერნს ამ ტურნირის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს, ამაზე დავაც კი არ შეიძლება. გუნდი კარგ ფორმაშია და ტრავმირებული ფეხბურთელებიც უბრუნდებიან, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"გარდა ამისა ბუნდესლიგის ადრე დაწყება მათ გარკვეულ უპირატესობასაც აძლევთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ყველაფრის გათვალისწინებით ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტი სწორედ "ბაიერნია." - აცხადებს კლოპი.