ბაიერნის სრული სატრანსფერო გეგმები ცნობილია

ბაიერნის სრული სატრანსფერო გეგმები ცნობილია

ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა მიუნხენის "ბაიერნის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმები სრულად გაამხილა.

"რეკორდმაისტერის" მთავარი სამიზნე ლეროი სანეა, რომელთან შეთანხმებაც უკვე მიღწეულია. ახლა კლუბები მხოლოდ სატრანსფერო ფასზე მსჯელობენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ახალგაზრდა ვინგერი მიუნხენური გრანდის წევრი.

გარდა ამისა, "ბაიერნი" ზაფხულში დაცვის ხაზსაც გააძლიერებს. გარდა იმისა, რომ კლუბი ახალ მარჯვენა მცველს ეძებს, ასევე იგეგმება ცენტრალური მცველის მოყვანა, რომელსაც საყრდენი ნახევარდაცვის ხაზშიც შეეძლება თამაში.

რაც შეეხება კაი ჰავერცს, აქ სიტუაცია ოდნავ ჩახლართულია. მიუხედავად იმისა, რომ "ლევერკუზენმა" გერმანელ ტალანტს წასვლის ნებართვა მისცა, მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს რაც ტრანსფერს აბრკოლებს.

გარდა ამისა, ჯერ-ჯერობით უცნობია, გააფორმებს თუ არა ტიაგო ალკანტარა ახალ კონტრაქტს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, მაშინ "ბაიერნი" ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობას საბოლოოდ შეწყვეტს.


6-06-2020, 02:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0