მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 30-ე ტურში ლევერკუზენის "ბაიერს" სძლია და ლიდერობა გაიმყარა. თუმცა, მატჩს უდანაკარგოდ არ ჩაუვლია.
სამწუხაროდ, "რეკორდმაისტერს" დისკვალიფიკაციების გამო მომავალ დაპირისპირებაში ერთბაშად ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
კერძოდ, რობერტ ლევანდოვსკიმ და თომას მიულერმა დღეს ყვითელი ბარათები მიიღეს, რაც ორივე მათგანისთვის მიმდინარე სეზონში რიგით მეხუთე აღმოჩნდა. შესაბამისად, ისინი "გლადბახთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.