ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილმა და ლონდონის "არსენალის" ამჟამინდელმა კიპერმა, ბერნდ ლენომ ბუნდესლიგაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია და ამის მიუხედავად, გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილია და ტიტულს "ბაიერნი" დაისაკუთრებს, როგორც ყოველთვის."
"ეს ძალიან სამწუხარო და მოსაწყენია. ელოდები დაძაბულ და სანახაობრივ სატიტულო ბრძოლას, მაგრამ, უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის ბუნდესლიგის იმედი არ მაქვს. "ბაიერნი" ზედმეტად ძლიერია ყველა გუნდისთვის." - აცხადებს ლენო.