გუშინ გერმანიის თასის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლევერკუზენის "ბაიერი" "ზაარბრუკენს" ესტუმრა და 0:3 დაამარცხა, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა.
დღეს კი მეორე ფინალისტის ვინაობის დასადგენად მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს.
გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.
ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.