მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, თომას მიულერმა კაი ჰავერცის ტრანსფერზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
"სრულიად პარადოქსულია, როდესაც ერთდროულად ვსაუბრობთ ახალი ტრანსფერების გაკეთებაზე და ხელფასების შემცირებაზე." - აცხადებს მიულერი.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ კლუბი მის პოზიციაზე კიდევ ერთი ახალი, ძვირადღირებული ფეხბურთელის მოყვანას გეგმავს.