მერსისაიდული "ლივერპულის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ იურგენი "ლივერპულსა" და პრემიერლიგას აღმერთებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც ის სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება"
"მჯერა, რომ კლოპი "ბაიერნს" ჩაუდგება სათავეში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ეპყრობიან ამ კლუბში გერმანელ მწვრთნელებს, ეს აუცილებლად მოხდება." - აცხადებს მაკმანამანი.