ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" გლადბახის "ბორუსია" 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
სამწუხაროდ, თამაშის სტარტზე სტუმართა ფორვარდმა, მარკოს ტურამმა მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.
მატჩის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" ვეტერანი მცველი, ჟერომ ბოატენგი ოპონენტთან მივიდა და თანადგომა გამოუცხადა. ჟერომის ეს საქციელი არ გამოჰპარვიათ ტელეკამერებს და ფოტო მალევე მოედო სოციალურ ქსელებს.