რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა შემტევმა, თომას მიულერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ხელფასების შემცირების ფონზე ახალი ტრანსფერების გაკეთება არასწორია.
აღნიშნულ განცხადებას გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი გამოეხმაურა.
"ვთვლი, რომ რაც თომასმა გააკეთა არასწორია. მისი ინტერვიუს შემდგომ დავსხედით და ავუხსენი, რომ მსგავსი რამ არ უნდა ეთქვა. მიულერმა ყველაფერი გაიგო. ის ჭკვიანი ბიჭია." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.