მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, სეზარი კუჩარსკიმ თავისი კლიენტის შესახებ უცნობი ისტორია გაამხილა.
"მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე ლევანდოვსკის არ სურდა, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაეფორმებინა, რადგან მას მადრიდის "რეალში" უნდოდა თამაში. ამის მიზეზი კი კრისტიანო რონალდუ იყო."
"მე მას ავუხსენი, რომ "რეკორდმაისტერის" რიგებში ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მადრიდში კი ბენზემასთან ურთულესი კონკურენცია და დროის გაყოფა დასჭირდებოდა." - აცხადებს კუჩარსკი.