ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" ტალანტის, ჰაკიმ აჩრაფის ტრანსფერზე მუშაობს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ მადრიდში დაბრუნების შემთხვევაში მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა და დანი კარვახალის შეცვლა მოუწევს. შესაბამისად, მისი სურვილია, რომ "სამეფო კლუბი" დატოვოს.
აღნიშნულის შესახებ "რეალშიც" კარგად იციან და იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ 21 წლის მცველის გაყიდვას გეგმავენ.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ მიუნხენელბს და განუცხადეს, რომ აჩრაფის გაშვებას 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ. მოგეხსენებათ, კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე ერთმანეთს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ერთი-ორად ზრდის.