მოგეხსენებათ, ფეხბურთი ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება, თუმცა რა თქმა უნდა, მაყურებლის გარეშე. გერმანიის შემდეგ კი სულ მალე სხვა წამყვან ქვეყნებშიც განახლდება ჩემპიონატები.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში მხოლოდ ორი გუნდიღაა დარჩენილი ისეთი, რომლებსაც ტრებლის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი მიუნხენის "ბაიერნია".
"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგა უკვე მოიგო. გარდა ამისა, გუნდმა გერმანიის თასის ფინალშიც შეძლო გასვლა, სადაც "ლევერკუზენს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ გუნდი ცალი ფეხით 1/4 ფინალშია და მომავალ მეტოქეს ელოდება.
კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ტრებლის შესრულების შანსი აქვს "პსჟა". პარიზელებმა ლიგა 1 უკვე მოიგეზ, საფრანგეთის თასის ფინალში არიან, ლიგაზე კი - 1/4 ფინალში.
ასევე, დღევანდლამდე ტრიპლეტის შანსი ტურინის "იუვენტუსსაც" ჰქონდა, თუმცა, "ბებერი სინიორა" იტალიის თასის ფინალში დამარცხდა და სამიდან ერთი ტიტული დათმო.