მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო გუნდში კიდევ 1 თვით დარჩება.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერსა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა 30 ივლისამდე გახანგრძლივდა.
გარდა ამისა, კოუტინოო "ბაიერნის" ღირსებას ჩემპიონთა ლიგაზეც დაიცავს. ამის შემდგომ კი ის "ბარსელონაში" დაბრუნდება.