რეალი ბაიერნის ლიდერის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავს თმობს

რეალი ბაიერნის ლიდერის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავს თმობს

Don Balon-ის ცნობით, ზინედინ ზიდანს ახალი ფავორიტი ჰყავს. ზიზუ "რეალში" პროექტის შენებას იწყებს, ამ პროექტისთვის კი მან "ბაიერნის" სუპერვარსკვლავი, იოზუა კიმიხი მოინდომა. ახალგაზრდა გერმანელი "ბაიერნის" ერთ-ერთი უცვლელი წევრია და შეიძლება ითქვას, რომ ის კლუბის წამყვანი მოთამაშეა.

მისი გადაბირება "რეალისთვის" ძალიან რთული იქნება იქნება, რადგან "ბაიერნს" კიმიხთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები აქვს. მოთამაშეს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება, ასე რომ მადრიდელებმა სხვა გამოსავალს მიაგნეს.

"რეალი" კიმიხის სანაცვლოდ "ბაიერნს" რამდენიმე მოთამაშეს შესთავაზებს. ყველაზე რეალური კანდიდატები ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი არიან, თუმცა პირველმა მათგანმა უკვე ითამაშა ალიანს არენაზე და მისით კმაყოფილები არ იყვნენ, უელსელს კი ძალიან დიდი ხელფასი აქვს. ამიტომ, "რეალი" გაცვლისთვის კიდევ ერთ მოთამაშეს განიხილავს. საუბარია ესპანელ მარკოს ასენსიოზე, მადრიდელები მზად არიან, რომ კიმიხის სანაცვლოდ სწორედ ასენსიო გაწირონ.


19-06-2020, 16:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0