მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდის რიგები კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.
ფრანგული "ნიცას" ოფიციალური საიტის ცნობით, 19 წლის მცველმა, ფლავიუს დანილიუკმა კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ავსტრიელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" აკადემიაში 2015 წელს გადმობარგდა მადრიდის "რეალიდან" და ის უკანასკნელად 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი გახლდათ.