გერმანულმა გამოცემა Bild-მა ნიკო კოვაჩის კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაამხილა.
წყაროს ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა 2018 წელს სამწლიან კონტრაქტზე უარი თქვა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლის დამატების ოფციით. ამის წყალობით "ბაიერნი" მომავალ სეზონში გადასახდელ ხელფასს, 4.5 მილიონ ევროს ზოგავს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კოვაჩი სეზონის სტარტზე გააგდეს, ის ბუნდესლიგის მოგების გამო გარკვეულ ბონუსს მაინც მიიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხაზეა საუბარი.