ბოლო დროს აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ გერმანიის თასის ფინალზე, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის ფანები დაეშვათ.
ამ საკითხზე გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად მიმართა მთავრობას და სთხოვა, რომ სტადიონზე 5,000 ქომაგის დაშვების უფლება მიეცათ, თუმცა, სამწუხაროდ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, "ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" ფინალური მატჩი, რომელიც 4 ივლისს უნდა გაიმართოს, მაყურებლების გარეშე ჩაივლის.