მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლეროი სანეს მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"ლეროიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. თუ მას კლუბის დატოვება უნდა, მაშინ ეს მიმდინარე სეზონის ბოლოს ან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მოხდება."
"კლუბთან არაერთხელ ვისაუბრე ამ თემაზე და მათ იციან, რომ სანეს სხვა კლუბში სურს თამაში. მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ რომელ გუნდში ითამაშებს ის მომავალი სეზონიდან."
"ერთადერთი მოსაგვარებელი საკითხი სატრანსფერო თანხაა. შეთანხმების შემდეგ ტრანსფერიც შედგება. სხვა შემთხვევაში ის მომავალ წელს დატოვებს "სიტის." - აცხადებს გვარდიოლა.