მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ 2013 წლის ოქროს ბურთი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
"არც კი ვიცი მეტი რა უნდა გააკეთო ოქროს ბურთის მოსაგებად. ყველაფერი მოვიგე მინდორზეც და მის გარეთაც. დავეხმარე კლუბსა და ნაკრებს წარმატების მიღწევაში."
"ამის გადატანა ჩემთვის ურთულესი იყო. დღემდე გაწბილებული ვარ იმით, რომ 2013 წელს ოქროს ბურთი ვერ მოვიგე." - აცხადებს რიბერი.
შეგახსენებთ, რომ ამ წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრისტიანო რონალდუმ დაისაკუთრა.