მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნს" რამდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე პრობლემები აქვს. კერძოდ, საუბარია დავიდ ალაბასა და ტიაგო ალკანტარაზე.
ამ უკანასკნელს სულაც უკვე გადაწყვეტილი აქვს კლუბის დატოვება და დიდი ალბათობით, ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება. შესაბამისად, "რეკორდმაისტერმა" ფეხბურთელებს ფასები დაადო.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მსურველებს დავიდ ალაბას შეძენა 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რაც შეეხება ესპანელს, მისი ფასი 80 მილიონ ევროდ განისაზღვრა.