გერმანული გამოცემები მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის, ნიკლას სულეს დაბრუნების თარიღს აანონსებენ.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვანე მინდორს მომავალ კვირაში, გერმანიის თასის ფინალში დაუბრუნდება.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" გადამწყვეტ სათასო დაპირისპირებას 4 ივლისს, ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ გამართავს და როგორც ჩანს, სულე სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მცველი გასული წლის ოქტომბერში დაშავდა და მას შემდგომ ვერ ეხმარება გუნდს.