ლეროი სანეს სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერი უკვე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია და კლუბი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა. სანე კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.