მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ამომავალმა ვარსკვლავმა, ტანგე კოიასიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
18 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად "პსჟს" რიგებში გამოდიოდა და შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა კლუბი. მან "რეკორდმაისტერთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ბაიერნის" რიგებში მეძლევა თამაშის შანსი. ეს დიდებული და ტრადიციული კლუბია. იმედი მაქვს აქ წარმატებას მივაღწევ და დავეხმარები გუნდს გამარჯვებებში." - აცხადებს კოიასი.
როგორც ცნობილია, "ბაიერნს" 18 წლის მცველის სანაცვლოდ მხოლოდ 300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, პარიზში გატარებული სავარჯიშო პერიოდის კომპენსაციის სახით. არადა, კოიასის სატრანსფერო ღირებულებად Transfermarkt-ზე 11 მილიონი ევრო მიიჩნევა.