როგორც ჩანს, კაი ჰავერცის ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად "რეკორდმაისტერი" მის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
"ლევერკუზენთან მატჩამდე მცირე დრო გვაქვს და არ მსურს, რაიმე კონკრეტულის თქმა, რადგან შემდგომ მთელი კვირა ამ თემამ უნდა იტრიალოს."
"კაი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ყველას აჩვენა. არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მის მიმართ ინტერესი გვაქვს." - აცხადებს ჰიონესი.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ტრანსფერის შემთხვევაში "ბაიერნს" ჰავერცის სანაცვლოდ მოუწევს გადაიხადოს 70 მილიონ ევროს დამატებული 30 მილიონი ევრო ბონუსების სახით.