მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ლეროი სანე "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელია.
ახალგაზრდა ვინგერმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გერმანული წყაროების ცნობით, "ბაიერნმა" სანეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა.