სულ ცოტა ხნის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ლეროი სანეს ტრანსფერი დაადასტურა.
ადიდასის ოფიციალური გვერდის თანახმად, 24 წლის გერმანელი ვინგერი "რეკორდმაისტერის" რიგებში 10-ნომრიან მაისურს ჩაიბარებს.
მოგეხსენებათ, ამჟამად აღნიშნული ნომერი ფილიპე კოუტინიოს აცვია. როგორც ჩანს, კლუბი ბრაზილიელი ნახევარმცველის შენარჩუნებას აღარ აპირებს და შესაბამისად, მისი მაისურიც სანეს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" სანეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა.