ლეროი სანეს დამატების შემდეგ ჰასან სალიჰამიჯიჩმა პირველი განცხადება გააკეთა.
"მოხარული ვართ სანეს ტრანსფერით. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდის შეტევის გაძლიერება. გნაბრის, კომანისა და სანეს ტრიოთი ნამდვილად შესაძლებელია ჩვენი შეტევითი პოტენციალის გაზრდა."
"მინდა მადლობა გადავუხადო მანჩესტერ "სიტის" ტრანსფერის წარმატებით განხორციელებისთვის. ასევე ჰერბერტ ჰაინერს, რომელმაც დიდი შრომა ჩადო ამ ყველაფერში." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.