მიუნხენის "ბაიერნი" მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი, ჰექტორ ბელერინი გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, "მეთოფეები" სედრიკ სოარეშის დამატებას აპირებენ. შესაბამისად, 25 წლის მცველს კლუბის გამოცვლა მოუწევს და არ არის გამორიცხული, რომ ის საბოლოოდ მიუნხენში აღმოჩნდეს.
როგორც ცნობილია, ბელერინის ტრანსფერით გარდა მიუნხენის "ბაიერნისა" ასევე "პსჟ" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული.