ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდება, თუ რომელი კლუბები დაუპირისპირდებიან დარჩენილ ეტაპებზე ერთმანეთს.
UEFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, კენჭისყრა პარასკევს, 10 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე ჩატარდება. აღნიშნულ დღეს გაირკვევა როგორც 1/4 ასევე 1/2 ფინალის მეტოქეებიც. შესაბამისად, უკვე გავიგებთ, თუ როგორი იქნება "ბაიერნის" გზა ფინალამდე.
ლიგის ამ ეტაპზე უკვე შეზღუდვები აღარ არსებობს და ნებისმიერი გუნდში, შეიძლება, ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდეს.