მას შემდგომ, რაც მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო, ფეხბურთელები დამსახურებულ შვებულებაში გავიდნენ. თუმცა, იგივე არ გააკეთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას სულემ.
24 წლის ფეხბურთელი ყოველდღიურად სტუმრობს "რეკორდმაისტერის" საწვრთნელ ბაზას და ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს.
მოგეხსენებათ, გუნდს საკმაოდ ცხელი აგვისტო ელოდება ჩემპიონთა ლიგის სახით და როგორც ჩანს, სულეს სურვილია, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
ჰანს ფლიკის განცხადებით, მიუნხენში დარჩენა და ინდივიდუალური ვარჯიშების ჩატარება პირადად ნიკლასის მოთხოვნაა.