მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ყოფილ კლუბს კაი ჰავერცის შეძენა ურჩია.
"ისეთი დიდი კლუბიც კი, როგორიცაა "ლევერკუზენი" ფინანსებს საჭიროებს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი საკმარის შეთავაზებას მიიღებენ კაი ჰავერცის სანაცვლოდ, მაშინ ისინი აუცილებლად გაყიდიან ფეხბურთელს."
"ვფიქრობ, "ბაიერნმა" რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს თანხების მოძიება ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, რადგან, სხვა შემთხვევაში ჰავერცი რომელიმე სხვა გრანდში გადაბარგდება." - აცხადებს მათეუსი.