მანჩესტერ სიტი ჰიონესისგან ბოდიშს ითხოვს

მანჩესტერ სიტი ჰიონესისგან ბოდიშს ითხოვს

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის, ირონიული განცხადებით ძალიან განაწყენებული დარჩა.

ბრიტანული გამოცემა "Mirror" იტყობინება, რომ "ქალაქელების" ბოსები გერმანული გრანდის ბოსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

"ეს თვითკმაყოფილი და ქედმაღალი ეგოისტის გამონათქვამებია. ჩვენ აღელვებულები ვართ იმის გამოც, რომ მისი ნათქვამი რასისტულიც არის. საქმე "მანჩესტერ სიტის" ადვოკატებს გადავაბარეთ", - ვკითხულობთ მანჩესტერული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა პეპ გვარდიოლასთან საუბრის დეტალები გაამხილა და "სიტის" დასცინა.

ჰიონესმა განაცხადა, რომ როდესაც გვარდიოლა ითხოვს მოთამაშეს, რომელიც 100 მილიონი ევრო ღირს, "სიტის" მფლობელი შეიხი ბუნებრივი აირის ფასს ზრდის, რათა საკუთარი შემოსავალი გაზარდოს.

ამ განცხადების საფუძველზე "მანჩესტერ სიტი" აპირებს, რომ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი.


24-03-2019, 16:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0