დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. ამ თემაზე კლუბის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა.
"არ მსურს 1/4 ფინალის სავარაუდო მეტოქეებზე საუბარი, რადგან ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ახლა სათანადოდ მომზადება და "ჩელსის" წინააღმდეგ "ალიანს არენაზე" ღირსეულად დახვედრაა საჭირო."
"2013 წლის მსგავსად, ახლაც ყველაფერს ეტაპობრივად უნდა მივყვეთ. ხალხი უკვე ეიფორიაშია, რადგან დუბლი შევასრულეთ. თუმცა, ტრეპლის მოგებამდე დიდი გზა იქნება გასავლელი." - აცხადებს რუმენიგე.