ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლუკაშ პოდოლსკიმ ლეროი სანეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მიუნხენის "ბაიერნი" მუდამ საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებს და ლეროი სანეც ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კლუბმა ბრწყინვალე შენაძენი გააკეთა."
"ლეროის ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის საუკეთესო ფორმისთვის. მას სჭირდება კიდევ რამდენიმე სეზონი და სანაკრებო მატჩი გამოცდილების მისაღებად. ამის შემდეგ კი "ბაიერნს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ეყოლება ევროპაში." - აცხადებს პოდოლსკი.