ტიაგო ალკანტარას მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. კლუბმა მის შემცვლელზე ზრუნვა უკვე დაიწყო.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალური ნახევარმცველი, ტანგე ნდომბელე იქნება.
წყაროს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა უკვე გააკეთა პირველი შეთავაზება 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის მიხედვითაც ნდომბელე "ბაიერნის" რიგებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
როგორც ცნობილია, თავად ლონდონელებს ნდომბელეს გაშვება მხოლოდ პირდაპირი ტრანსფერის შემთხვევაში სურთ. შესაბამისად, მოლაპარაკებები სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება.