ავტორიტეტულმა გამოცემა Globe Soccer-მა 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი მოხვდა.
სრული შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ნოიერი - ასპილიკუეტა, ბონუჩი, რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, კროოსი, მოდრიჩი - მესი, ლევანდოვსკი, რონალდუ.