მერსისაიდული "ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნი" დაასახელა.
"დახურულ კარს მიღმა, ნეიტრალურ სტადიონზე, ვფიქრობ ნებისმიერ კლუბს შეუძლია ტიტულის მოგება. ჩვენ "ატლეტიკოსთან" დავმარცხდით, რომელმაც ხასიათი გამოავლინა."
"თუმცა, ჩემი სიცოცხლის დადება რომ მომიწიოს და ერთი გუნდის არჩევანის უფლება მქონდეს, აუცილებლად "ბაიერნს" ვენდობოდი." - აცხადებს რობერტსონი.