დორტმუნდის "ბორუსია" ახლოს არის ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ჯუდ ბელინგამის დამატებასთან.
გერმანული გამოცემების ინფომარიით, 17 წლის ფეხბურთელი უკვე გერმანიაში იმყოფება სამედიცინო შემოწმების გასავლელად. უახლოეს საათებში კი მისი ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდება.
ბელინგამი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია და ამ დრომდე "ბირმინგემის" ღირსებას იცავდა. მისი შეძენით "ბაიერნიც" სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა, საბოლოოდ ფეხბურთელი "დორტმუნდში" აღმოჩნდა.
წყაროს ცნობით, "ბირმინგემი" ფეხბურთელის გაყიდვით 25 მილიონ ევროს მიიღებს.