მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის მომავალი კლუბი ცნობილია.
ფრანგული გამოცემა L,equipe-ს ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტი კარიერას ლიგა 1-ში მონაწილე "მონაკოში" გააგრძელებს.
ფრანგულმა კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ დაითხოვა აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რობერტო მორენო და სავარაუდოდ, უახლოეს საათებში ხორვატი სპეციალისტის დანიშვნას ოფიციალურად დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ კოვაჩი "ბაიერნს" 2018-19 წლებში უძღვებოდა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.