ბაიერნის ტალანტს ძირითად გუნდში ვარჯიშს დედა უკრძალავს

ბაიერნის ტალანტს ძირითად გუნდში ვარჯიშს დედა უკრძალავს

მიუნენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას განაგრძობს და ამჯერად მისი სურვილია, რომ მომავალი სეზონიდან ძირითად შემადგენლობასთან ერთად 17 წლის ფეხბურთელმა აკვო არი მბიმ ივარჯიშოს.

თუმცა, გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს დედა უკრძალავს. მიზეზი კი საკმაოდ სერიოზულია.

მბის მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს და განათლება მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ის "რეკორდმაისტერის" ძირითად გუნდს შეუერთდება და პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსი ექნება, მაშინ, მას სამეცადინოდ საკმარისი დრო აღარ დარჩება.

ამჟამად მბი "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდის წევრია და მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ.


18-07-2020, 21:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0