2020 წელს ოქროს ბურთი არ გათამაშდება.
Bleacher Report-ის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთი რამდენიმე თვით შეწყდა, 2020 წლის დაჯილდოება გაუქმდება და ჯილდო არავის გადაეცემა.
აღნიშნული რამ ისტორიაში ბოლოს 1956 წელს მოხდა, რის შემდეგაც ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ყოველ წელს თამაშდებოდა.
მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტებად კევინ დებრუინი, ლეო მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კრიშტიანუ რონალდუ ითვლებოდნენ.