მიუნხენის "ბაიერნმა" სატრანსფერო კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე "რეკორდმაისტერის" რიგებს არცერთი ფეხბურთელი არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილებას მოთამაშეებიც ეთანხმებიან. მათი სურვილია, რომ სეზონის დასრულებამდე კლუბში დარჩნენ და მაქსიმალურად დაეხმარონ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში.
შეგახსენებთ, რომ კლუბის დატოვებასთან ყველაზე ახლოს დავიდ ალაბა და ტიაგო ალკანტარა არიან.